ერდოღანის განცხადებით სირიაში თურქეთი უპრეცედენტო მაშტაბის სამხედრო ოპერაციას იწყებს

სამხედრო კამპანიის მიზანი იქნება ალეპოდან თელ რიფათამდე ტერიტორიების ოკუპაცია, “”ოსმალური”” სამხედრო ძალების მიერ.
როგორც სამხედრო პორტალი Avia.pro– იუწყება სირიაში თურქული სამხედრო ძალების შეჭრა ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი.

როგორც ერდოღანი თურქული ტელეარხის NTV – ეთერში საუბრობს, ანკარას მოთმინების ფიალა იწურება სიირიიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის გამო, რომელიც ემუქრება თურქეთის სახელმწიფოს.

თავის განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტი საუბრობს ბოლოდროინდელ თავდასხმაზე
როდესაც ორი თურქი პოლიციელი დაიღუპა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაცია “”ევფრატის ფარი””

”ჩვენ გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს ამ პრობლემების უმოკლეს ვადაში მოსაგვარებლად”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამრიგად, თურქეთს შეეძლება წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, თავად სირიას და ირანს.

რუსეთის ფედერაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებზე.

მანამდე გავრცელდა ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომელიც ერდოღანს იდლიბის პროვინციიდან სამხედრო ძალების გაყვანას სთხოვს.
თუმცა, თურქეთი სერიოზულ განზრახვას ავლენს სირიაში ყოფნასთან დაკავშირებით.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები