ერდოღანის ექსპანსიონიზმი თურქეთს ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აყენებს

 

პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი უზარმაზარ გეოპოლიტიკურ რისკებზე მიდის თავისი ნეო-ოსმალური მიზნების მისაღწევად, რამაც თურქეთის იზოლირება გამოიწვია დასავლეთის დიდი ნაწილისგან
და ახლო აღმოსავლეთის უმეტესი რეგიონებისგან.

თურქეთი ცდილობს სუნიტურ სამყაროში ძალის ცენტრად პოზიციონირებას, როგორც „საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები წარმოადგენს ძალაუფლების ბლოკის.
ერდოღანმა „სერიოზულად დააზიანა მისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან“, მიუხედავად იმისა, რომ ანკარა არის ვაშინგტონის, მოკავშირე რეგიონში და ნატოს წევრი სახელმწიფო.

ეკონომიკური თვალსაზრისით, თურქეთის ლიდერის „არასწორმა მენეჯმენტმა“ უკვე გამოიწვია ღრმა კრიზის, თურქული ლირის ვარდნა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოლოსალური შემცირება.

„თურქეთი წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა გადახურებული ეკონომიკის, სავალუტო კრიზისის, არასტაბილური უცხოელი ინვესტორების განწყობის და მონეტარული პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ავტონომიის ნაკლებობის გამო“.
თურქეთის პერსპექტივები კი სულ უფრო ბნელი ჩანს „მაღალი ინფლაციის, ახალგაზრდების უმუშევრობისა და სიღარიბის გაუარესების ფონზე“.

თურქული ლირა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებაში რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა, ამ წლის დასაწყისიდან ღირებულების თითქმის მეოთხედი დაკარგა. ქვეყანაში წლიური ინფლაცია ოქტომბერში კიდევ უფრო გაიზარდა თითქმის 20 პროცენტამდე, რამაც შეამცირა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, ხოლო ოფიციალური უმუშევრობის დონე მამაკაცებისთვის 10,8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ქალებისთვის15 პროცენტით.

„თურქ ხალხს კარგად ესმით, რომ ეს ეკონომიკური სირთულეები არა მხოლოდ ცუდი ეკონომიკური მენეჯმენტის, არამედ ამჟამინდელი მთავრობის ექსპანსიონისტური პოლიტიკის დამსახურებაა””.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები