ერეკლე კუხიანიძის საკანდალური განცხადება: გამორიცხულია რუსეთთან წარამატებული მოლაპარაკება, ვიდრე ქართველები ვაცხადებთ, რომ…

თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელიც საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უმრავლესობის რიგებიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის „გმირობის“ ეჭქვეშ დაყენების გამო გარიცხეს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მორიგ სკანდალურ განაცხადს აკეთებს: 

 

 -„ალბათ მოვიდა დრო, რომ ჩვენს საგარეო ვექტორზეც ვიმსჯელოთ ხმამაღლა და გულწრფელად. ამდენი წელია, საქართველო მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ უნდა ნატოს წევრი გახდეს და ნატოს ბაზები დამკვიდრდნენ საქართველოში. ჩემის აზრით, ამან მხოლოდ უბედურება მოუტანა საქართველოს. იმან, რაც დამცველად გვეჩვენებოდა ქვეყნისთვის, გამოიწვია ჩვენი მეზობლის ისეთი გამწარება, რომ მან ყველა მეთოდის გამოყენებით მოახერხა ჩვენთან ომის გაჩაღება, ჩამოგგვლიჯა ტერიტორიის 20% და საკუთარი სამხედრო ბაზებით აავსო ეს კუთხეები. 

ის, რომ ნატოსთან საჭიროა უმჭიდროესი კავშირი, ის რომ საქართველომ უნდა მიიღოს ნატოს ყველა ანტიტერორისტულ ქმედებაში თავისი ადექვატური მონაწილეობა – ამაზე ორი აზრი არ არის.

 მაქსიმალურად მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობა ნატოსთან –  არის საწინდარი ჩვენი უსაფრთხოების, მაგრამ, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევა დარიგებანი, რომ რუსეთთან თავად უნდა  ”დავალაგოთ ურთიერთობა,“ რომ არაფერი მოვიმოქმედოთ და ვთქვათ ისეთი, რაც ხელს შეუშლის რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას, რომ მხოლოდ მშვიდობიანი და პოლიტიკური მეთოდებით არის შესაძლებელი ამ კონფლიქტის მოგვარება! 

სრულიად გამორიცხულია რუსეთთან რაიმე სახის წარმატებული მოლაპარაკებები, ვიდრე ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნატოს ბაზები გვინდა შემოვიყვანოთ ჩვენს ტერიტორიაზე. 

ამიტომ, მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში და ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე ვაღიაროთ, რომ ამდენ ხანს თავს ვიტყუებდით! ჩვენს ნატოელ მეგობრებსაც უნდა ესმოდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე კარგად ესმით, რომ ასეთი პოლიტიკა მუდმივი წარუმატებლობისთვის არის განწირული. 

 ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ამ ურთიერთგამომრიცხავ რიტორიკას და დასავლელ მეგობრებთან და ჩვენს მეზობელთან ერთობლივად გადავწყვიტოთ, თუ რა მოთხოვნები გვაქვს ისეთი, რომელიც შეიძლება ურთიერთპატივისცემით, ურთიერთ ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ, რათა ბოლო-ბოლო დავამთავროთ ეს გაუთავებელი უბედურება და კონფრონტაცია, რომლის ფონზე ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება სრულიად შეუძლებელია!“ – წერს ერეკლე კუხიანიძე.

 

კომენტარები