ერთიანი ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარება – მაია გაბუნია ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ საუბრობს:

-„ერთიანი ეროვნული გამოცდების ონლაინ ჩატარება გამორიცხულია. ძალიან დიდი იმედი მაქვს,  გამოცდების ჩატარების დროისთვის, ეპიდვითარება ნორმალური იქნება. ხშირად ვამბობ, ჩვენ ვასრულებთ გამოცდებს და მეორე დღიდანვე უკვე ვიწყებთ გამოცდებისთვის მზადებას. მიმდინარეობს მეთვალყურე-კურატორთა ტრენინგები ონლაინ რეჟიმში. ჯგუფები მზად არიან, დროულად ჩაბარდეს საგამოცდო ტესტები. ცენტრი ყველანაირად მზად არის, იმ პირობებში, რა პირობებშიც გასულ წელს ჩავატარეთ, წელსაც ჩავატარებთ. ონლაინ გამოცდაზე საერთოდ საუბარიც არ არის.
აბიტურიენტთა რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე  – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება“
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

კომენტარები