ერთია რა ხდება ბავშვთა სახლში და მეორეა როგორ იქცევიან სახალხო დამცველები და ობუდსმენი – სასულიერო პირები

საპატრიარქო პანსიონიდან ბავშვების გაყვანის წინააღმდეგია და სასმართლოს გადაწვეტილებას ასაჩივრებს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კვლავ სახალხო დამცველს და ბავშვთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას უპირისპირდებიან და ამბიონიდან ამბობენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საგანგაშო არაფერი ხდება და დაწესებულებას ცრუ ბრალდებებით ესხმიან თავს.

“სამართლებრივი წესით შეიძლება ამ განაჩენის გასაჩივრება და რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ. იჩივლა იმ ორგანიზაციამ, რომელიც ასეთ ბავშვებზე ზრუნავს, იმიტომ კი არა, რომ მათ ექცევიან ცუდად, მოსამართლემ განჩინება გამოიტანა ერთადერთ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით. ეს იყო თვითონ მეუფე სპირიდონის გადაღებული, სადაც აღელვებული ბავშვი ამბობს, რომ არ უნდა არსად წასვლა. მედალს ორი მხარე აქვს: ერთია რა ხდება ბავშვთა სახლში და მეორეა, როგორ იქცევიან სახალხო დამცველები და ობუდსმენი. ოდნავ მაინც რომ ეჭვი გამჩენოდა, აქამდე არ მივიდოდა ეს საქმე,” – უთხრა ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილმა).

“ნინოწმინდაში ცრუ ბრალდებებით დაეტაკნენ ბავშვთა დაწესებულებას, ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს, მაგრამ ყველა ისე წამოენთო, ვინც არიან ლიბერალების გამტარებლები, ყველა მიმართულებით დაიწყეს პროპაგანდა-აგიტაცია, ზუსტად ისე, როგორც კომუნისტებმა და ფაშისტებმა, შეიჭრნენ და შეშინებულმა ბავშვებმა არ იციან რა გააკეთონ,”- თქვა ამბიონიდან ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი).

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები