„ერთი ბერკეტიღა დარჩა, – „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა“ -გიორგი ფხაკაძე

-„წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ჯერ კიდევ სექტემბერში, რადგან 24 აგვისტო არის წერტილი, საქართველოში მეორე ტალღა როცა წამოვიდა. წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში. სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, – „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა, მაშინ არ ვიცი, რა სტატისტიკა იქნება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა“, – განაცხადა  გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები