„ერთი თვეა, საქართველომ მიმართა „რემდესივირის“ მწარმოებელ „გილეადს“, რომ გათვალისწინებული იყოს ჩვენთვის წამლის მოწოდება“

-„პრეპარატი „რემდესივირი“ კორონავირუსის ყველა შემთხვევის დროს არ გამოიყენება. არის ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს რეკომენდაციები მის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამ წამალს აწარმოებს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი „გილეადი“. ჩვენთან თანამშრომლობს და გვეხმარება ჰეპატიტის წინააღმდეგ წარმატებულ პროგრამაში. ეს წამალი არის 2015 ში შექმნილი, ებოლას ეპიდემიის დროს, ანტივირუსული წამალია.

ამ დღეებში, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ მისცა დასტური, ის შეიძლება იყოს გამოყენებული მძიმე შემთხვევებისთვის. საქართველომ უკვე ერთი თვეა, მიმართა მაღალ დონეზე „გილეადის“ ხელმძღვანელობას, რომ გათვალისწინებული იყოს საქართველოსთვის წამლის მოწოდება.

იმედია, რომ ჩვენ გვექნება. ეს არ ინიშნება ყველა შემთხვევაში. მას აქვს თავისი ჩვენებები და არის ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციები, როდესაც უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები