“ერთი ოჯახის ტრაგედია კი პირდაპირ ეთერში ინაცვლებს, სანახაობად, სერიალად იქცევა”-ლევან ლორთქიფანიძე:

ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს

“როდესაც ადამიანები არ ენდობიან პროკურატურასა და სასამართლოს, როდესაც სახელმწიფო არ იმსახურებს ნდობას, მაშინ გამომძიებლები, ბრალმდებლები და მსაჯულები ჟურნალისტები, ორკაციანი პარტიების მეორეხარისხოვანი წევრები, საქმის გარეშე დარჩენილი ექსპერტები ხდებიან…

ერთი ოჯახის ტრაგედია კი პირდაპირ ეთერში ინაცვლებს, სანახაობად, სერიალად იქცევა, გაუბედურებული მშობლები ყოველდღიურად უყურებენ თავიანთი შვილის წყლით გაჟღენთილ სხეულს, გახეთქილ თავს, დამტვრეულ ფეხებს… (ზრდილობისთვის კადრები გაბუნდოვანებულია, კიდევ კარგი!). ჭირისუფლები, ეჭვმიტანილები, მოწმეები, მათი გულშემატკივრები საჯაროდ იწყებენ პაექრობას, ერთმანეთის ცხოვრების მოჩხრეკას, ერთმანეთის დანამუსებას, დაცინვას, შანტაჟს !!!

ეს ჯოჯოხეთია! ეს იმის ბრალია, რომ სასამართლოსა და პროკურატურაში, საგამოძიებო უწყებებში მონსტრები მოგვიყვანეს!

P.S. საყოველთაო აგრესია და სისასტიკე ცალკე თემაა.”-წერს ლევან ლორთქიფანიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები