„ერთი ტუფლების გამოხეული იყო, ვცდილობდი, კადრში არ გამოჩენილიყო, „ბიბისის“ გადაღებაზე“ – ლადო აფხაზავას წარმატებისკენ მიმავალ რთული გზა

-„რომ დავბადებულვარ, თურმე, მთელი სოფელი თოფს ისროდა. თქვეს, რომ ხმაურიანი ადამიანი ვიქნებოდი. ვიყავით მცირეშემოსავლიანი ოჯახი. მშობლებმა მითხრეს, უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება, ფული ვერ გადავიხადოთო. ერთი თხა გვყავდა.  ყველა გაჭირვების დროს ვცდილობდით, – გაგვეყიდა, მაგრამ ვერასოდეს გაიყიდა. ამ თხით გვინდოდა, პრობლემების მოგვარება, მაგრამ ვერ ვახერხებდით.

 წარმატებების მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი დაბრკოლებები და შეურაცხყოფებები იყო. ტექნიკურ საგნებს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ იყო საგნები, რომელშიც ორიანიც კი არ მეკუთვნოდა. ჩემს ბავშვობაში ასეთი არამდგრადი ბავშვი, ითვლებოდა, –  ცუდი მოსწავლე იყო. ამიტომაც, გადავწყვიტე,  პედაგოგიურზე ჩამებარებინა. რაც, გულის ტკენები,  მოსწავლეობის დროს მიმიღია,  მინდოდა, მისი ცვლილებები მომეხდინა.

დედა ავადმყოფობით გარდაიცვალა, მამამ ვერ გაუძლო მის გარდაცვალებას, – თავი ჩამოიხრჩო. მამაჩემის ჩამოხსნა ჩემი ხელებით მოხდა. იყო ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც ძალიან მაგრად შეიძლებოდა, -წავქცეულიყავი. მაგრამ რა ძალა მაყენებდა, რატომ მივდიოდი წინ, მართლა არ ვიცი…

შემთხვევით მოვხვდი, კონკურსზე, სადაც საქართველოში საუკეთესო მასწავლებელი უნდა გამოევლინათ. არასდროს მიფიქრია, – ამ ჯილდოს მე ავიღებდი.

როდესაც მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავებელსშორი მოვხვდი, ეს იყო ჩემთვის თითქმის გამარჯება. შემდეგ მოვიდა ცნობა, – 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოვხვდი, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ისეთ პრობლემბზე მომიწია ფიქრი, რომელზეც მანამდე საერთოდ არ მიფიქრია, მაგალითად, –  გადაღებაზე ჩამოვიდა „ბიბისი“. სიუჟეტში ჩანს, – ფეხი მონგრეული მედგა, იმიტომ, რომ ერთი ტუფლების გამოხეული იყო, ვცდილობდი, კადრში არ გამოჩენილიყო“, – განაცხადა  ლადო აფხაზავამ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „დილა უქმეებზე“.

ლადო აფხაზავა  2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 

2018 წლის 13 დეკემბერს ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლების სიაში მოხვდა, 2019 წლის 21 თებერვალს მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დაასახელეს.

კომენტარები