ერთმანეთი გააფრთხილეთ! მოსალოდნელია დიდი სისხლისღვრა! – ტრისტან წითელაშვილის ვიდეომიმართვა:

 

– „იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ პირველი კრიზისული ეტაპი წარმატებით გადალახა და პარლამენტის შენობა აქციის მცირერიცხოვანი მონაწილეების უკანონო ბლოკირებისგან გაათავისუფლა, თავს ნუ დავიმშვიდებთ. შეირაღებული გადატრილების და დიდი სისხლისღვრის საფრთხე ჯერ არ ამოწურულა.

ჩემს ხელთ არსებულ უტყუარ ინფორმაციებს მოგახსენებთ, რომელთა ნამდვილობაზე  პასუხისმგებლობას ვკისრულობ:

სააკაშვილის მითითებით უკრაინიდან ჩამოსული 30 კარგად გაწვრთნილი ბოევიკი უკვე რამდენიმე დღეა, აქციის მონაწილეთა შორის იმყოფება. ფორმებიც კი აცვიათ და კარვებთან მორიგეობენ. ისინი მოქმედების დასაწყებად ნიშანს ელოდებიან.

ამას გარდა, დიდ ღალატს აქვს ადგილი თავდაცვის სამინისტროში, რის შესახებაც მინდა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავაფრთხილო. ამ ინფორმაციის სიზუსტეზეც, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას: მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 45 ოფიცერი უკრაინის ქალაქ ჟიტომირში გაფრინდა, სადაც სპეციალური მომზადება გაიარეს. ჟიტომირში არსებობს არაოფიციალური სამხედრო ბაზა, სადაც მეომრებს წვრთნიან. ასეთივე ბაზა არსებობს ლვოვში და პოლონეთშიც. საპრეზიდენტო არჩევნების წინ თბილისში საქართველოს უშიშროების მიერ დაპატიმრებული ექვსკაციანი ჯგუფი სწორედ იქ ემზადებოდა საქართველოში   დივერსიის და ტერაქტების მოსაწყობად, რომელთა სამიზნე შესაძლოა პირადად ბიძინა ივანიშვილიც ყოფილიყო.

45 კაციანი ქართველი ოფიცრების ჯგუფი თბილისში 10 ნოემბერს დაბრუნდა. თითოეულ ოფიცერს ავანსად 600-650 დოლარი მისცეს. ისინი დღემდე თავდაცვის სამინისტროში, კონკრეტულად, გენერალური შტაბის სხვადასხვა ბრიგადაში და ქვედანაყოფში ირიცხებიან და სააკაშვილისგან ნიშანს ელოდებიან.

  გეგმა შემდეგში მდგომარეობს:

23 ნოემბერს საპროტესტო აქციის პიკი უნდა იყოს. აქციაზე   ზემოთ ნახსენები 30 ბოევიკი გამოიწვევს მნიშვნელოვან პროვოკაციას – შესაძლოა, ეს იყოს აქციის რამდენიმე მონაწილეს მკვლელობა, რაც უნდა დაბრალდეს ხელისუფლებას და  რასაც უნდა მოყვეს საყოველთაო-სახალხო მღელვარება, რომელიც შეტაკებებში და რევოლუციაში უნდა გადაიზარდოს.

ასეთ ფონზე თბილისში დაეშვება თვითმფრინავი, სადაც იჯდება სააკაშვილი. სპეციალურად გაწვრთნილი 45 სამხედრო სააკაშვილის უსაფრთხოებას დაიცავს და თბილისის ცენტრისკენ, სადაც უკვე ქაოსი იქნება გამეფებული – დერეფანს გაუკეთებს.

მივმართავ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს:

განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს გენერალური შტაბი, მის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადები და ქვედანაყოფები;

მივმართავ უშიშროების სამსახურს:

კონტროლზე აიყვანოს ზონდერები, რომლებიც პარლამენტის წინ კარვებს შორის მოძრაობენ;

მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას:

მოერიდეთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლას, მოარიდეთ თქვენი შვილები, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, სწორედ თქვენ იქცეთ პროვოკაციის მსხვერპლად! ერთმანეთი გააფრთხილეთ, რათა მოსალოდნელია დიდი სისხლისღვრა თავიდან ავირიდოთ!

მხოლოდ განსაკუთრებული ღონისძიებების და დამატებით ქართველი ხალხის ერთსულოვნებით შეიძლება აღიკვეთოს სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა და სისხლისღვრა, მკვლელი სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდება“ – აცხადებს სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი თავის საგანგებო მიმართვაში, რომელიც „თვალსაზრისს“ ექსკლუზიურად მიაწოდა.

P.S.  შემოდგომაზე არეულობა ტრისტან წითელაშვილმა აგვისტოს თვეში დაანონსა. იხილეთ ინტერვიუ:

ტრისტან წითელაშვილი: ნაცები შემოდგომაზე სისხლიანი გადატრიალების წამოწყებას აპირებენ!

 

 

კომენტარები