„ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ტელეეთერში მოუწოდა მოსახლეობას, კოვიდი არაფერიაო… – ვი­საც კო­ვი­დის არ გე­ში­ნი­ათ, ხვალ რომ და­გე­მარ­თოთ, სულ სხვა­ნა­ი­რად ალა­პა­რაკ­დე­ბით“ – თენგიზ ცერცვაძე

-„ზო­გი­ერ­თის­თვის ეს ერ­თგვა­რი თა­ვის მო­წო­ნე­ბის და თვით­დამ­კვიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არის. სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თმა ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა პირ­და­პირ მო­უ­წო­და ტე­ლე­ე­თერ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას, – კო­ვი­დი არა­ფე­რი არ არის, მე გა­და­ვი­ტა­ნე რამ­დე­ნი­მე დღის წინ და არ მიგ­რძვნია არა­ფე­რიო. ამ პა­თო­სით ძა­ლი­ან ბევ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი, ამ­ბო­ბენ, – „რა მოხ­და, რა­ტომ უნდა მო­ვიკ­ლოთ კო­ვი­დის გამო რამე? ჩვენ არ გვე­ში­ნია კო­ვი­დის“. ბევ­რს ეა­მა­ყე­ბა, – არ ეში­ნია კო­ვი­დის, ამი­ტომ უარ­ყო­ფენ ყვე­ლა­ნა­ირ შე­ზღუდ­ვებს. ზოგი გა­მოწ­ვე­ვად და პრინ­ცი­პუ­ლად არ ემორ­ჩი­ლე­ბა შე­ზღუდ­ვებს, რომ და­ამ­ტკი­ცოს, –  ძლი­ე­რი და ყო­ჩა­ღია. ასეთ ადამიანებს მოვუ­წო­დებ,  რომ­ლე­ბიც შეგ­ნე­ბუ­ლად, გა­აზ­რე­ბუ­ლად თუ გა­უ­აზ­რებ­ლად ახ­დენთ კო­ვი­დის საფრ­თხის იგ­ნო­რი­რე­ბას – ეს  ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლად ყველამ უნდა და­იც­ვას რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ეში­ნია თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის.

და­ვუშ­ვათ, თქვენ­თვის არ არის სა­ში­ში, ახალ­გაზ­რდე­ბი ხართ, იო­ლად გა­და­ი­ტანთ დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა, მა­ინც არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი ეს პო­ზი­ცია, – კო­ვიდს ან­გა­რიშს არ უწევთ. გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად გე­უბ­ნე­ბით, დაა­ა­ვა­დებთ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს, თქვენს დე­დას, მა­მას, ბე­ბი­ას, ახ­ლობ­ლებს, სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რავთ მათ. რა ვქნათ, იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი ჟი­ნით თუ რა­ღაც მო­საზ­რე­ბე­ბით გვინ­და, ვაჩ­ვე­ნოთ სხვას, – კო­ვი­დის არ გვე­ში­ნია და ამით სა­სი­ცო­ცხლოდ გავ­წი­როთ ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­დაზ­მუ­ლე­ბი? ეს სწო­რია? ეს კარ­გია? ეს და­უშ­ვე­ბე­ლია! ჩვენ ხომ უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით, მო­წი­წე­ბით ვექ­ცე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში უფ­რო­სებს, ხან­დაზ­მუ­ლებს, ეს ხომ ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა, ქა­ლის და ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნის კულ­ტია სა­ქარ­თველ­ში. ჩვენ ჩვენს ბე­ბი­ებს, ბა­ბუ­ებს უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით ვექ­ცე­ვით და ეს არის პა­ტი­ვის­ცე­მა? მივ­მარ­თავ ყვე­ლას, და­მო­უ­კი­დებ­ლად იმი­სა, ვინ­მეს კო­ვი­დის ეში­ნია თუ არ ეში­ნია, და­იც­ვას რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ვი­საც კო­ვი­დის არ გე­ში­ნი­ათ, ხვალ რომ და­გე­მარ­თოთ, სულ სხვა­ნა­ი­რად ალა­პა­რაკ­დე­ბით“, – განაცხადა  ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.
კომენტარები