ერთობლივი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება სრულიად მიღწევადია – ნათია თურნავა ყაზახეთში იმყოფება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთში, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.
„ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს – ეს არის ე.წ. „საგზაო რუკა“ ვაჭრობის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ ღონისძიებებს, გავაფართოვოთ ორმხრივი ვაჭრობა. ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია. ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განვიხილეთ და ვფიქრობთ, რომ ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები