ერთხელ სახლში, ზუსტად ხატების კუთხესთან სკამზე დავინახე, შავი, ბანჯგვლიანი, დატყვრეცილი თვალებით მიყურებს – წერს პოეტი გოჩა ხარანაული:

– „ზოგიერთს ვერ შევაგნებინე–აუცილებელი არაა წმინდა მამებივით ეშმაკს ხედავდე!
როცა იწყებ ცრუპენტელობას, ანგარებით ცხოვრებას და ადამიანის კი არა, საზოგადოების მოღორებას—უკვე დედა გაქვს ნატირები, უკვე ხელშეკრულება გაქვს დადებული ჩლიქიანთან!
ერთხელ სახლში, ზუსტად ხატების კუთხესთან სკამზე დავინახე, შავი, ბანჯგვლიანი, დატყვრეცილი თვალებით მიყურებს, არც სიზმარია და არც ზღაპარი, ცოლს ვეუბნები—ხედავ ამ დედამო…..ლს, როგორ მიყურებს მეთქი
–სადო– აგერ სკამზე ზის ქალო, არ გამაგიჟო, როგორ ვერ ხედავ მეთქი, ის ზის ზურგი აქვს მოშვერილი თავი შემობრუნებული და მიყურებს!
იესოს ლოცვა ვთქვი და გადნა! ბიჭებო და გოგოებო ეს ყველაფერი რეალურია, ჩვენთან, ჩვენს გვერდით, სიყვარული არ გამოგველიოს და ლოცვის შეშველება!
არც პახმელიაზე არ ვყოფილვარ და არც ნასვამი, კუდებს ნუ მიაბამთ, ჰარალოზე ლაპარაკი კრიტიკოსივით არ მიყვარს! ჭკუით და ფრთხილად ვიყოთ, ის ყველგანაა ჩასაფრებული! ოჯახის წევრებმა ილოცეთ ერთმანეთისთვის!
მე მაგალითად, გულს უკარნახია—უცნობი ადამიანი გამიჩერებია და მითქვამს—თუ ძმა ხარ, გაფიცებ კაცობას, ჩემთვის ილოცე თქო! ერთადერთმა მკითხა სახელი, ინვალიდი იყო, დარწმუნებული ვარ შეასრულა! ასე უნდა ვიაროთ! ჩემთვის უცხო არ არსებობს, ყველა ჩემი ადამიანია!“ – წერს პოეტი გოჩა ხარანაული

კომენტარები