„ერთხელ, ტაძარში, მსახურებისას, წყალი მთხოვეს…“

-„ერთხელ, ტაძარში, მსახურებისას, წყალი მთხოვეს –
ნათლისღება იყო და წინ მხოლოდ ნაკურთხი აიაზმა მედგა –
კურთხევა მქონდა, რომ არავისთვის მიმეცა ლოცვის დამთავრებამდე –
ერთი პირობა უარის თქმა დავაპირე –
მთელ სხეულში დაიკივლა რაღაც არსებამ.
ძალიან მომინდა სტიქრის გახდა და იქიდან გაქცევა…
მერე ძალა მოვიკრიბე და დავარღვიე მოძღვრის კურთხევა –
ქრისტეს კურთხევის შესასრულებლად.
ეამა მოყვასს…
ვინ იცის იქნებ ქრისტეც იყო…
.
რა კავშირი აქვს ხარისხებსა და შესამოსელს –
სიყვარულის მსახურებასთან?
არანაირი.
.
თუ ერთმანეთს ვერ ვიწამებთ – ღმერთს მითუმეტეს…
.
ეკლესიაში სიარული არაფერს ცვლის
თუ გესლს გველივით ქვაზე ტოვებ,
რომ იქიდან გამოსულმა უკან
ჩაისხა.
.ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს – სხვა არაფერი…“

თორნიკე ნაროზაული

კომენტარები