„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი“- ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით:

-„დღეს გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ,  ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდით მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები, არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედება, ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწარაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 წუთში, თუმცა, შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია. მიღებულია, -საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქცია ხდება მილიონში ერთი, გასაშუალებული მონაცემები არის ერთი.

ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად, შეიძლება -მძიმედ, შეიძლება, -დასრულდეს ფატალურადაც. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. დღევანდელ პერიოდში, როდესაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენა. როდესაც იცრებიან ადამიანები ჩვენთან, აქვთ ბარათი, რომლის უკანა მხრიდან წერია, რა არის ხშირი გვერდითი მოვლენა და შედარებით ნაკლებად ხშირი. ასევე აცრის პროცესამდე არსებობს სოციალური გამოკითხვის ბარათი. ამცრელი ბრიგადა დაკომპლექტებულია სამი ადამიანისგან.  ეს ვაქცინები გახლავან უფრო რეაქტოგენული ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, თავის ტკივილით, სახსრების ტკივილით, კუნთების ტკივილით და ა.შ. ამ ტიპის გამოვლინებები არის დაახლოებით 10-დან 50-მდე და ზოგ შემთხვევაში მეტ პროცენტში. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია, ამიტომ ეს ყველაფერი აღინუსხება ქვეყანაში შესაბამისი სისტემით, რომელსაც ჰქვია იმუნიზაციის შემდგომი რეაქციების კომიტეტი. დღემდე ქვეყანაში 3365 აცრა ჩატარდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალციხის კლინიკა „იმედში“ კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.

როგორც ექიმები ამბობენ,30 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია

კომენტარები