„ერთ პროცენტზე ნაკლებია ისეთი შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებული ბავშვის სტაციონალური მკურნალობაა საჭირო – 99%-ზე მეტ შემთხვევაში, ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია მსუბუქი ფორმით“ – პედიატრი

-„არამარტო ჩვენი, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მონაცემებით, ვირუსი ბავშვებში აბსოლუტურად მსუბუქად მიმდინარეობს, დაახლოებით 99 %-ზე მეტ შემთხვევაში მიმდინარეობს მსუბუქად, უსიმპტომო ფორმით ან საშუალო სიმძიმით. 0.8-0.7 % შემთხვევაში გვჭირდება სტაციონალიზაცია, ისინი ითვლებიან კრიტიკულ პაციენტებად ან ითვლებიან მძიმე პაციენტებად.

დაახლოებით 800-ზე მეტ პაციენტთან მქონდა შეხება, – დაწყებული 28 დღის ასაკიდან, დამთავრებული 18 წლის ჩათვლით, არც ერთი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ მქონია. არც ერთი ეს პაციენტი არ მიმიმართავს კლინიკისთვის. ყველა მათგანმა გადაიტანა უფრო მარტივად, ვიდრე სხვა ინფექციები,  რასთანაც მქონია შეხება, მათ შორის, როგორც ვირუსული, ასევე სხვა ბაქტერიული თუ პარაზიტული ინფექციები. ბავშვებთან პრობლემა არ უნდა შევქმნათ. უნდა ვმართოთ, პირველ რიგში უნდა დავამშვიდოთ მშობელი, უნდა დავამშვიდოთ მოზარდი. ბოლო პერიოდში სულ არის საუბარი, – ჩვენი ექიმები, ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ამ პაციენტებს ისედაც ონლაინ კონსულტაციებს უწევდნენ. ეს ონლაინ კონსულტაციები ახალი იყო ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის, ეს ჩვენთვის ისედაც მიღებულია.

ბავშვებთან მიმართებაში, მთავარია, დროული მონიტორინგი, პედიატრების მიერ მდგომარეობის სიმძიმის სწორად შეფასება. სიმპტომები, -როდესაც უნდა მოხდეს ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. ეს არის პირველ რიგში სუნთქვის სიხშირე, რომელიც ყველა დედამ იცის,  მისი თვლაც ყველამ იცის,  რა დროს უნდა მიმართოს ექიმს, როდის მოახდინოს მისი ჰოსპიტალიზაცია. მთავარია, ბავშვი არ იყოს მივარდნილი, არ იყოს გაუწყლოების ნიშნები და მაღალი ცხელება. სწორედ ეს არის ის კრიტიკული ნიშნები, რომლითაც ექიმმა შეიძლება, გადაწყვიტოს, ეს პაციენტი გადაამისამართოს, თუ არა.

მართალია, ძირითად შემთხვევაში, ბავშვებში ინფექცია მსუბუქად ვითარდება, მაგრამ, შესაძლოა, ისინი ოჯახის უფრო ასაკოვანი წევრებისთვის ინფიცირების გამავრცელებლები აღმოჩნდნენ.

ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ, შეიძლება, ბავშვები  იყვნენ გამავრცელებლები ბებია-ბაბუებისთვის, ვინაიდან ერთ სახლში ცხოვრობს რამდენიმე თაობა. ბავშვი პირველ წყარო არ არის, ის ძირითადად ინფიცირდება მშობლებისგან, მომვლელებისგან. ექიმების მთავარი მიზანი არის, მშობლებმა ბავშვებს გავახსენოთ ის ჰიგიენური ნორმები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან.

ლოკდაუნის საკითხი ექიმების გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა გადაწყვიტონ უშუალოდ ეპიდემიოლოგებმა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

ბოლო დროს ხშირად გვქონია შემთხვევა დაბადების დღეს, სხვა წვეულებებს ბინის პირობებში იხდიან. შევიკაოთ თავი! მართლაც ფართომასშტაბიანი გავრცელებაა, მოვითმინოთ ექვსი-რვა თვე. ივნისის თვიდან მეტნაკლებად ვირუსი დაიხევს, წამოგვეწევა ვაქცინაც, ივნისის თვიდან ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით. ყველას ვთხოვ, პირველ რიგში ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე.  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ეპიდემიოლოგებმა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა უნდა დათვალონ სწორად, რამდენი რეანიმაციული საწოლი აქვთ, არა ისე, რომ მორბენალი ბავშვები დავაწვინოთ კლინიკებში და ზოგიერთი პაციენტი იმისათვის, რომ თვითონ დამშვიდდეს, დაწვეს კლინიკაში. ამიტომ, სწორი მენეჯმენტი და მართვა არის უმნიშვნელოვანესი. გასაგებია, ახლა ვიმყოფებით პიკის პერიოდში. თუ სწორად ვმართავთ, ჩვენი მოსახლეობა თუ დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს, აუცილებლად გაკეთდება პლატო და შემდეგ დაიწყებს კლებას. უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, არაფერი კატასტროფა არ ხდება. ვირუსული ინფექციის მართვას არ სჭირდება განსაკუთრებული ტრენინგები, ნებისმიერმა პედიატრმა იცის, როგორ მართოს ვირუსული ინფექცია.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ბავშვების დაახლოებით 99 პროცენტში დაავადება მსუბუქი ფორმით, უსიმპტომოდ ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ერთ პროცენტზე ნაკლებია ისეთი შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებული ბავშვის სტაციონალური მკურნალობაა საჭირო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კომენტარები