„ერთ ძველ სიუჟეტს მოვკარი თვალი, სადაც ადამიანები იხსენებენ, როგორ დაჰპირდა სააკაშვილის ხელისუფლება კბილების ჩასმას, შემდეგ როგორ დააცალეს ყველა კბილი და ბოლოს როგორ უთხრეს,- ვერაფერსაც ვეღარ ჩაგისვამთო“

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველოს პერიოდში დაანონსებულ საპრეზიდენტო პროგრამის – „ღიმილიანი საქართველოს“ შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

„რა შუაშია ამ შუაღამისას, მაგრამ ერთ ძველ სიუჟეტს მოვკარი თვალი, სადაც ადამიანები იხსენებენ, როგორ დაჰპირდა სააკაშვილის ხელისუფლება კბილების ჩასმას, შემდეგ როგორ დააცალეს ყველა კბილი და ბოლოს როგორ უთხრეს,- ვერაფერსაც ვეღარ ჩაგისვამთო. ბევრს ეცინება ამ ისტორიაზე, მე კი ერთი მეგობარი მყავს, რომელიც რამდენჯერაც ამ სიუჟეტს ნახავს, იმდენჯერ ტირილს იწყებს. გულწრფელად ტირის. ერთხელ მითხრა, წარმოგიდგენია, ისე როგორ უნდა გძულდეს შენი ხალხი, რომ კბილები დააცალო, მოატყუო და უკბილოდ დატოვოო. ასეთი შეურაცხყოფა ადამიანს როგორ უნდა მიაყენოო. მგონი, “ღიმილიანი საქართველო” ერქვა იმ პროექტს. ახლა იგივე ხელისუფლების აწ უკვე ოპოზიციაში გადაბარგებული “ვაცლავ ჰაველები” გვარწმუნებენ, როგორ უყვართ საკუთარი ხალხი და საერთოდ, რა კაცმოყვარეები არიან. იმედია, თავის დროზე უკბილოდ დარჩენილი პატიოსანი ხალხი 2020 წლისთვის აღარავის მოატყუებინებს თავს”.

პრეზიდენტის პროექტი „ღიმილიანი საქართველო,“ რომელიც ჭიათურაში 2012 წელს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამოქმედდა, არჩევნების შემდეგ გაურკვეველი დროით შეჩერდა. პროექტში ათობით ჭიათურელმა მიიღო მონაწილეობა. სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურების ნაცვლად, მხოლოდ კბილები ამოუღეს.

პროექტის შეწყვეტის გამო ადგილობრივები კბილების გარეშე დარჩნენ.

 

კომენტარები