„ეროვნული ბანკის“ ინტერვენციები და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებიდან თანხების ხარჯვის სპეციფიკა კითხვებს აჩენს“ – თემურ ჭყონია

-„ეროვნული ბანკის“ ინტერვენციები და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებიდან თანხების ხარჯვის სპეციფიკა კითხვებს აჩენს.

სუბიექტურად ვამბობ, პრეტენზია არ მაქვს „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის ცოდნაზე. ეროვნული ბანკის მუშაობის შედეგზე მაქვს პრობლემა.  ვიცი, მისი შედეგი არის ცუდი, ასე ჩანს. ის შედეგი, რაც გვაქვს ნორმალური არ არის.

„ეროვნული ბანკი“ ამბობს, ჩვენ დავუბრუნდებით რაღაც პერიოდში სტაბილურ მდგომარეობას. სტაბილური მდგომარეობა რა იქნება ერთ მშვენიერ დღეს?! –  დღეს, რაც არის, -3,20.

სტაბილური მდგომარეობა რა არის? სად უნდა გაჩერდეს, არავინ იცის. 3 მლრდ აქვს სებ-ს (სავალუტო რეზერვი), როგორც თვითონ გამოაცხადეს. მე არ ვიცი, სალაროში მაგათთან არ ვყოფილვარ. 3 მლრდ აქვს სარეზერვო ფონდი, დახარჯა 100 მლნ, ვთქვათ, ხომ არსებობს ლოგიკური კითხვა,  100 მლნ რომ დახარჯე, 110 იყო საჭირო თუ 90? ეს ეროვნული ბანკი ისე განკარგავს 3 მლრდ-ს, თითქოს ბაბუამისმა დაუტოვა მემკვიდრეობით. ჩვენგან რომ არის შეგროვილი ის 3 მილიარდი, ვითომ არაფერი!“ – განაცხადა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ  „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.

კომენტარები