ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებულ საინფორმაციო კუთხეებს გახსნიან

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთად გახსნიან რეგიონალურ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან და ჯანმრთელობის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებულ საინფორმაციო კუთხეებს. საინფორმაციო კუთხეების მიზანია, ჯანმრთელობის საკითხებზე, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

„მნიშვნელოვანი დღეა. ამ ისტორიულ დარბაზში ხელს ვაწერთ მემორანდუმს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მივაწოდოთ მოსახლეობას ჯანმრთელობის შესახებ მეტი ინფორმაცია. განსაკუთრებით დღეს, როცა პანდემიის ეპოქაში ვართ და არავინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება პანდემია. სლოგანიც თანდათან იცვლება, რომ უნდა ვიცხოვროთ და ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისადმი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისადმი, ბავშვებისადმი. გადაწყდა, რომ სოფლისა და ქალაქის ბიბლიოთეკებში ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდა თაობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების, ჯანმრთელობის ხელსშეწყობისა და ზოგადად ჯანმრთელობის შესახებ“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

კომენტარები