ეროვნული გამოცდების ორგანიზებისას უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება გათვალისწინებული. – რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს ეროვნული გამოცდები აგვისტოსთვის

განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

-„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით, იმავე დროს, როგორც ტარდებოდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში, ივნისში ვაცნობებთ საზოგადოებას დეტალებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. ერთიანი ეროვნულ გამოცდებს აგვისტოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანენ, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს  და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან.

აბიტურიენტთა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზერეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა. 1 მაისის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული; საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12600-ზე მეტს შეადგენს; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

 ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება. მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა  და  რეკომენდაციების შესაბამისად. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა. მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 7-8 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. 

 

 

კომენტარები