„ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ჩატარების თარიღი“ – გიორგი გახარია

განათლების სფეროში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

-„ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ჩატარების თარიღი ივნისში გამოცხადდება.

 საქართელოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება. სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში ჩატარდა ჩვეულებრივად, მე-12-კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელები 27 მაისს. დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. 

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით:

ისტორია – აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

მათემატიკა – აირჩია 12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ბიოლოგია – აირჩია 3250 -მდე აბიტურიენტმა;

გეოგრაფია – აირჩია 1040 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ზოგადი უნარები- აირჩია 4500 -ზე მეტმააბიტურიენტმა;

ლიტერატურა – აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;

სამოქალაქო განათლება- აირჩია 430 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ქიმია – აირჩია 2340 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ფიზიკა – აირჩია 200 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;

ხელოვნება – აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ. სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდაა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

2020 წლის 30 აპრილს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია.

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები