ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა
დღევანდელი მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8687 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8791 ლარი იყო.
მცირედით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევროს ღირებულება 3.2657 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსი 3.2758 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.