ეროვნულ გალერეაში იტალიური ფერწერისა და გრაფიკის ნამუშევრები გამოიფინება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ინფორმაციას ავრცელებს:

„ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე” – იტალიური მხატვრობის სამი საუკუნე, – გამოფენა ეროვნული მუზეუმისა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება.

ეროვნულ გალერეაში იტალიური ფერწერისა და გრაფიკის ნამუშევრები გამოიფინება. 27 სექტემბრიდან ქართველ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ XVI-XVIII საუკუნეების იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე გაეცნონ.

გალერეაში ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

ნამუშევრების ნახვა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 20 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები