„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის “ კვლევები საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან გათიშვის მცდელობის მიზანმიმართული კამპანიაა. რასაც ქალბატონი ტორნტონი აკეთებს, რუსეთის ინტერესებშია“

-„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის “ კვლევები საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან გათიშვის მცდელობის მიზანმიმართული კამპანიაა. რასაც ქალბატონი ტორნტონი აკეთებს, რუსეთის ინტერესებშია.

ქალბატონი ტორნტონი გვიმტკიცებს, რომ გამოკითხულთა 60% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატი არ არის.  არადა, ეს ქალბატონი 2012 წელს გვარწმუნებდა, რომ მოსახლეობის 50%-ის აზრით საქართველოშ დემოკრატიაა. სწორედ ეს არის სიყალბე, ეს ქალბატონი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველო არ ვითარდება .

როგორ შეიძლება დავით ბაქრაძე ყოველთვის ლიდერი იყოს. ბაქრაძე რომ ყოველთვის ლიდერია, ეს უკვე პათოლოგიაა. ასევე, წარმოიდგინეთ, რომ „ჩეკისტ“ ვაშაძის პოპულარობა აღემატება ივანიშვილის, ზურაბიშვილის პოპულარობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რასაც ეს ქალბატონი თავისი კვლევებით აკეთებს, არის შეტევა არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოზე, არამედ, მის ყველაზე მსხვილ პარტნიორზე და სახელმწიფოზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია და რომ არა ამერიკის მხარდაჭერა,  რუსული ჯარი, რომელიც გორთან დგას, თელავში იქნებოდა.  ეს ქალბატონი რუსეთს ემსახურება. მას სურს, საქართველოში არადემოკრატიულობის განცდა შექმნას. ის ცილს სწამებს ჩვენს ქვეყანას.  თუ  საქართველო დისკრიდიტირებული იქნება, ჩვენს გვერდით არავინ დადგება და არც არავინ დაგვიცავს“ – განაცხადა კინორეჟისორმა,  გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

 

კომენტარები