“ესაა თვით ანაკლიის პორტის პროექტის ხელმძღვანელების ხრიკი, რათა თავი აარიდონ საკუთარ ვალდებულებებს და ყველაფერი გადააბრალონ სახელმწიფოს”

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლატარია წერს, რომ დიდხანს აკვირდებოდა „ანაკლიის კონსორციუმის“ გადაწყვეტილებებს, რის შედეგებსაც ვრცელ პოსტად აქვეყნებს:

„საკმაოდ დიდი ხანი ვაკვირდები „ანაკლიის კონსორციუმის“ გადაწყვეტილებებს და არასოდეს გამიკეთებია კომენტარი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დღეს კი შემიძლია, ვთქვა ჩემი დაკვირვებების შედეგები, კერძოდ: ყველამ კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით „რაღაც“ ვერ არის და ჩემი შეხედულებებით: ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილმა, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგების შედეგად ტენდერში გაამარჯვებინა თავისავე უახლოეს მეგობრებს, რომლებიც არიან ანაკლიის კონსორციუმის მეპატრონეებიც, და რაში გამოიხატება ტენდერში გაყვანა? – პრემიერმა გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც პირობები იყო ჩადებული ისეთი, რომელსაც ვერცერთი კომპანია ვერ დააკმაყოფილებდა.

ერთ-ერთი პირობა კი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო ვერ იზრუნებდა ტვირთების დაზღვევაზე, რაც აპრიორში თავიდანვე, ნებისმიერი კომპანიის მხრიდან, უარის თქმის მიზეზი იქნებოდა. ამის შემდეგ, ტენდერში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი კომპანია („ანაკლიის კონსორციუმი“), რომელმაც მიიღო უფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისა და რაც მთავარია, გარანტიები იმაზე, რომ კონსორციუმთან მთავრობის ხელმძღვანელი უკვე გამარჯვების შემდეგ გააფორმებდა ინდივიდუალურ აქტს, რომლითაც მას მიეცემოდა ყველა იმ პუნქტის შესრულების საშუალება, რომელიც ტენდერში არ იყო გათვალისწინებული.

სავარაუდოდ, კვირიკაშვილი გამოსცემდა განკარგულებას ან/და გადაწყვეტილებას, ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის, როგორც სადაზღვევო, ისე სხვა ფინანსური ვალდებულებების გაცემაზე. ე.ი სახელმწიფო აიღებდა მის მიმართ ვალდებულებებს, როგორც ექსკლუზივი კომპანია”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები