“ესაა თქვენი “ადგილობრივი გენერალი”? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი?”-გიგი უგულავა:

გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის წევრებს უპირისპირდება-

 

“Khatia Dekanoidze Salome Samadashvili ესაა თქვენი “ადგილობრივი გენერალი”? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე -politician? თქვენ რა ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ ან ამბობენ – კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში “მოჩალიჩე” ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა კარგად მოიკითხეთ 2014 წლის მერე სადმე რამე ბრძოლში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, ართუ მაჟორიტარად დაყენება. აი ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა😂

#სირცხვილია
ნამდვილდ გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში”-წერს უგულავა

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები