„ესენი რა სამარცხვინოები არიან“ – საქართველო-მაკედონიის მატჩზე თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად, ლევან კობიაშვილი და ფედერაციის წევრები იმყოფებოდნენ
ქართველო-მაკედონიის მატჩს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო.
საქართველო-მაკედონიის მატჩზე თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ფედერაციის წევრები იმყოფებოდნენ.
“პირველი არხის” კადრების “სქრინი” სოციალურ ქსელში გააზიარეს.
-„ასეთ რამეს რომელ ქვეყანაშიც ვერ ვნახავ მანდ მინდა ცხოვრება! ესენი რა სამარცხვინოები არიან, ვერც აღვწერ!”
-„დიდი იმედი მაქვს რო ან ჰიმნის დასაწყისშია გადაღებული ან დასასრულში. კალაძისგან ამას არ მოველოდი”
-„ხალხი რანაირად არ დაასწრეს ამ არასწორებმა”
-„საზოგადოების კლასობრივი დაყოფა. ქვეყანა უკან სრული სვლით და იმის იქით კიდე”.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიული თამაში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდთან 0:1 წააგო.
ერთადერთი გოლი თამაშის მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. გოლი გორავ პანდევიმ გაიტანა.
ამით საქართველოს ეროვნულმა ნაკრემა ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, გასულიყო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე