ესეც ,,დრომოჭმული რუსეთუმე” ქართველის ნაბოდვარია. კი, ასეა!!!

კახა მიქაია :ლ. ბერძენიშვილი: ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!”

მეცნიერებო,
ლინგვისტებო
მთელი ქვეყნისა, შეერთდით!!! 
ისმინეთ შეგონება დიდი ლ. ბერძენიშვილისა და იხსენით ჩვენი ბავშვები აწ უკვე იაკობ გოგებაშვილისგან!!! ამ ბნელი და დრომოჭმული ქართველის ,,დედა ენისგან!!!”

იჩქარეთ!

მართლაც, რა უბედურებაა ეს ,,დედა ენა!”
ენა განვითარდა, ჩვენც განვვითარდით და ახლა ბნელ წარსულში აბრუნებთ ჩვენს ბავშვებს?!

მიბაძეთ ,,ცოცხალ კლასიკოსს” ლ.ბერძენიშვილს და მის ,,უახლეს” ქართულს!

,,რა ენა წახდეს, ერი დაეცეს”-
ესეც ,,დრომოჭმული რუსეთუმე” ქართველის ნაბოდვარია. კი, ასეა!!!

ამიტომ, წინ ლ. ბერძენიშვილისაკენ!!! გოგებაშვილების, ჭავჭავაძეების და ორბელიანების დრო დამთავრდა!!!

და-მთა-ვრდა!!!
გაიგეთ, თქვეჩემისებო!!!

P.S. ქართველო, ხელი თავს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა.
თოფ-იარაღი დაყარე,
დრო მოდის ტ….ს ვნებისა…

კომენტარები