ესკამოლე – შხამიანი ჭიანჭველის კვერცხები – მექსიკური დელიკატესი

სხვა ეგზოტიკურ ქვეყნებთან ერთად, მექსიკურ სამზარეულოშიც შევხვდებით შოკის მომგვრელ კერძებს. მექსიკაში ასეთი ერთ-ერთი პოპულარული კერძია – „ესკამოლესი“.

ეს კერძი დიდი შავი ჭიანჭველების კვერცხებისგან მზადდება და საკმაოდ ძვირიც ღირს. ჭიანჭველების კვერცხებს ზაფხულის დასაწყისში მოიპოვებენ. ჭიანჭველები აგავას (მცენარე) ფესვებში ბინადრობენ და კვერცხებსაც იქვე დებენ. კვერცხების მოპოვებისას მთავარ და დიდ ხიფათს თავად ჭიანჭველები წარმოადგენენ, რადგან 10 მილიმეტრი სიგრძის მწერები საკმაოდ  შხამიანები არიან.

„ესკამოლეს“ როგორც უმად, ასევე შემწვარსაც მიირთმევენ. მექსიკელები მას ძირითადად ნაციონალურ თხელ ბლინებს – „ტაკო“- ს და „გუაკამოლეს“ სოუსს აყოლებენ.

სახელწოდების გამო ჭიანჭველის კვერცხი პიკანტურად გვჩვენება, თუმცა,  საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს – დაახლოებით იმგვარი,  კარაქს რომ ნედლი თხილი დააყოლოთ.

მექსიკურ ბაზარზე ჭიანჭველების ახალი კვერცხები ზაფხულის დასაწყისში დიდი რაოდენობით იყიდება. შეიძლება ამ პროდუქტის გაყინვაც, რაც სუპერმარკეტებში მთელი წლის განმავლობაში შენახვის და შეძენის საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ დიდი შხამიანი ჭიანჭველების კვერცხები საკმაოდ სასარგებლოა – ისინი იმუნიტეტის გაძლიერებას და ანტიოქსიდანტური თვისებებით, ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.

კომენტარები