ესპანეთის სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

ესპანეთის სამეფომ საქართველოუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს,

ამ დრომდე საქართველო მიეკუთვნებოდა იმ მცირე ქვეყნების სიას, რომლებიც ესპანეთის მთავრობამ უსაფრთხოდ მიიჩნია. ესპანეთის სამეფოში უვიზო რეჟიმის ფარგლებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის ნებადართული 2020 წლის 4 ივლისიდან იყო.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმის ფარგლებში ესპანეთში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში პირველი ნოემბრიდან შევიდა

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი თბილისში, შემდეგ კი იმერეთსი ფიქსირდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონებიდან აჭარას უკვე იმერეთმა გადაასწრო.

თბილისში – 976, აჭარაში – 328, იმერეთი – 368, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 135, გურია – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 280, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები