ესპანეთი „კოვიდ-19“-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას აპირებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია…

ესპანეთის მთავრობა რამოდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა გეგმაზე, რომლის თანახმადაც  ქვეყანაში კოვიდ-19-ს „ჩვეულებრივი გრიპის“ მსგავსად მიუდგებიან. პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები ევროკავშირის დონეზე დაწყებას არ გამორიცხავს.  ესპანეთის მთავრობა ამ სტრატეგიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და საკითხზე დისკუსიის გამართვა ევროკავშირშიც სურს. ეს სტრატეგია გულისხმობს უარის თქმას „კოვიდ-19“-ის გავრცელების დეტალურ აღრიცხვაზე.

-„ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ დებატების დაწყება ევროკავშირის დონეზე გვსურს. ჯანდაცვის მინისტრმა ევროპის ჯანდაცვის მინისტრებთან უკვე ისაუბრა ამ საკითხზე. მეცნიერებისა და კვლევების დახმარებით უკვე გვაქვს პასუხები, როგორ დავიცვათ თავი და შეძლებისდაგვარად, როგორ შევამციროთ პოპულაციაში ინფექციის გავრცელება.

 პირველი ტალღის დროს არსებული სიკვდილობის 13%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 1%-მდე დაეცა“.

EURACTIV-თან საუბრისას ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ მოისურვა, განაცხადა, – სავარაუდოდ, ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საჭიროება არ დადგება.  ახალი შტამი იმდენად გადამდებია, –  ახალი ვაქცინის შექმნამდე კორონავირუსს ადამიანების უმრავლესობა გადაიტანს. დიპლომატის განმარტებით, ახლო მომავლის ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარი გრიპის მსგავსი ენდემური ვირუსის ჩამოყალიბებაა.

ევროკავშირის კიდევ ერთმა დიპლომატმა Omicron-თან განაცხადა, რომ კონტაქტის მიკვლევა ასევე კარგავს იმპულსს და სულ უფრო უაზრო ხდება.

ესპანეთში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 80%-ზე მეტი.

წყარო: https://www.euractiv.com/section/politics/short_news/spain-wants-eu-to-manage-covid-as-common-flu/?fbclid=IwAR3VStQPV96_YtBVcPPkp-p9ernpBb__VgJz7Wh3Uzai_56s33MUdujpHFM

კომენტარები