ესპანეთში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის SOCAR-ის პრეზიდენტის ვაჟი რაშიდ  გაძარცვეს

ესპანეთში, იბიცაზე აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის SOCAR-ის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის 25 წლის ვაჟი რაშიდ აბდულაევი გაძარცვეს,- წერს გამოცემა Bloomnerg -ი ესპანურ პრესაზე დაყრდნობით.

რაშიდ აბდულაევზე თავდასხმა იბიცას სანაპიროზე 19 ივნისს გამთენიისას მოხდა და მძარცველებმა $1,3 მილიონად შეფასებული რიჩარდ მილის ბრენდის საათი (50-03 McLaren F1) წაართვეს.

გამოცემის ცნობით, არც როვნაგ აბდულაევი და არც კომპანია SOCAR-ში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის მაღალჩინოსნებს მოუწოდა, რომ მოკრძალებულად იცხოვრონ და შვილების ქცევას ყურადღება მიაქციონ. ცნობისათვის აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი თვეში $343 შეადგენს.

 

კომენტარები