ესპანეთში, დიდთოვლობის შემდეგ ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა

ესპანეთში, დიდთოვლობის შემდეგ, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა.   წერს BBC.

რეკორდულად დაბალი ტემპერატურა მადრიდის ჩრდილოეთით, მოლინა დე არაგონში დაფიქსირდა. უამინდობის გამო  7 ადამიანი დაიღუპა, ორი მათგანი, ბარსელონაში მცხოვრები უსახლკაროები იყვნენ.

ხელისუფლებამ ხანდაზმულ მოქალაქეებს სახლში დარჩენის რეკომენდაცია გასცა

კომენტარები