ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – „ვინ ემუქრებოდა გოგონას“

ესპანეთში, ვალენსიაში  საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი გოგონა  3 თვის ორსული იყო. ემიგრანტების ინფორმაციით, ის მოხუცს უვლიდა, მეუღლესთან ერთად  ცხოვრობდა.

ბებია იხსენებს, – მის შვილიშვილს სიკვდილამდე ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქალი ემუქრებოდა. მისი ინფორმაციით,  ქალი გარდაცვლილის სახლში ცხოვრობდა. ქალმა მას ფული მოპარა,გოგონას ემუქრებოდა, თუ პოლიციაში იჩივლებდა, შურს იძიებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ფაქტის შესახებ ცნობილია და ისინი ყოველდღიურ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კონტაქტში იმყოფებიან. ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ, მისი გადმოსვენება განხორციელდება. სხვა მხრივ, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია.

 

 

კომენტარები