ესტონელმა ევროპარლამენტარმა, იააკ მადისონმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.
ესტონელმა ევროპარლამენტარმა, იააკ მადისონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.
-„არ ვარ ერთადერთი, ვინც ეს კანდიდატი წარადგინა, მაგრამ როგორც ვიცით, რაც უფრო მეტი განმცხადებელია, წარმატების მით მეტი ალბათობაა. როდესაც კანდიდატი წარვადგინე, განაცხადში დავასაბუთე, – ეს კანდიდატი შესაფერისია: „დონალდ ტრამპი არის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომლის ადმინისტრაციას არანაირი ომი არ დაუწყია. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით დაიდო რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას. კანდიდატის წარსადგენად ევროპარლამენტარის უფლებამოსილება გამოვიყენე.“, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ესტონელი დეპუტატი.