ესტუმრეთ საქართველოს, რათა გააბრაზოთ პუტინი -CNN

CNN ეხმიანება საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტის, ვილ ქეთჰართის მიერ TWITTER-ში გაკეთებულ განცხადებას და შეფასებას რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებულ შეზღუდვასა და მოწოდებაზე რუსი ხალხისთვის, არ ჩავიდნენ საქართველოში და დატოვონ ქვეყანა 8 ივლისამდე. ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მედია მრჩეველი იყო, მოუწოდა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს მთელს მსოფლიოში, ესტუმრონ საქართველოს, რომელიც მისი აზრით, ტურისტებისთვის საუკეთესო ქვეყანაა. ,,ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მოყვარულებო, მოლაშქრეებო, ზღვისმოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსებო, ყველას ვინც ეძებთ თავგადასავლებს და უბრალოდ გინდათ, გააბრაზოთ პუტინი, ესტუმრეთ საქართველოს. თუ თქვენ ოდესმე გიფიქრიათ , რომ ჩამოსულიყავით შავიზღვისპირეთის ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ისინი, ვინც ნამყოფიხართ ამ ქვეყანაში , ისევ უნდა დაბრუნდეთ.

 

კომენტარები