„ეს ადამიანები იმ შულავერის კომიტეტში, რომლებიც იკრიბებიან „ნაცმოძრაობის“ ოფისში, თუ გადახედავთ მათ შემადგენლობას, ბიოგრაფიას, 80 პროცენტს აქვს მონაწილეობა მიღებული იმ გადატრიალებაში, იმ პუტჩში, რომელიც 90-იანებში“- ირაკლი ღარიბაშვილი

-„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინააღმდეგ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, – 150 ადამიანი არის დაპატიმრებული, ზოგიერთს უკვე მიესაჯა, – ზოგს 40 წელი, ზოგს 50, ოთხი ადმიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მეგობრებო, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, 90-იან წლებში ის უბედურება, კატასტროფა, რაც ჩვენს თავს დავმართეთ და დავუშვით პრეცედენტი ძალადობრივი გზით ხელისფულების დამხობის, ყველაფერი უბედურება, რაც ხდება ქვეყანაში, არის იმის გამოძახილი, იმის ანარეკლი. ამის შემდეგ დავხოცეთ ერთმანეთი, დავკარგეთ ტერიტორიები, დავანგრიეთ ეკონომიკა, ინდუსტრია, ჯანდაცვა, განათლება. ახლა, ეს ადამიანები იმ შულავერის კომიტეტში, რომლებიც იკრიბებიან „ნაცმოძრაობის“ ოფისში, თუ გადახედავთ მათ შემადგენლობას, ბიოგრაფიას, 80 პროცენტს აქვს მონაწილეობა მიღებული იმ გადატრიალებაში, იმ პუტჩში, რომელიც 90-იანებში მათ ჩაიდინეს.

იგივე ადამიანები გველაპარაკებიან დღეს ასე აგრესიულად, ზიზღის ენით, როდესაც ჩვენ მათ ვპასუხობთ ადეკვატურად, მათ დესტრუქციულ პოლიტიკას ვპასუხობთ ისე, როგორც უნდა ვუპასუხოთ, ისინი ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ძალიან მარტივი, ერთი რამ ახსოვდეს ყველას, – არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა ამ ქვეყანაში არ იქნება მათი დანაშაულებისა და კრიმინალების თავშესაფარი.  ისინი თუ ღიად აცხადებენ, – ეს პარტია არის ტერორისტების და კრიმინალების თავშესაფარი, მაშინ ესეც მორიგი აღიარებაა ჩვენი პროკურატურისთვის. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, -კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა იმ ადამიანს, თუ ორგანიზაციას, რომელიც გასულია დროებით კონსტიტუციური წესრიგიდან, თუ ჩარჩოებიდან, მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. მე ამის გარანტიას ვიძლევი“, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

კომენტარები