„ეს ანგარიში კაცობრიობისთვის წითელი კოდია. განგაშის ზარები გამაყრუებელია, მტკიცებულება უდავოა. უკიდურესი სიცხის ტალღები, რომელიც ადრე 50 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდებოდა, გლობალური დათბობის გამო, სავარაუდოდ, ათ წელიწადში ერთხელ მოხდება“-გაეროს ანგარიში

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ანგარიშში ნათქვამია:

-„ადამიანის საქმიანობა დედამიწის კლიმატს უპრეცედენტო ტემპით ცვლის. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, სავარაუდოდ, ტემპერატურა, 1.5°C-ზე მეტით მოიმატებს. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, – მიმდინარე ათწლეულში სათბურის აირების მხოლოდ სწრაფ და მკვეთრ შემცირებას შეუძლია კლიმატის ასეთი რღვევის თავიდან აცილება“.

-„ეს ანგარიში კაცობრიობისთვის წითელი კოდია. განგაშის ზარები გამაყრუებელია, მტკიცებულება უდავოა: სათბურის აირების გამოყოფა წიაღისეული საწვავის წვისა და ტყეების გაჩეხვის შედეგად ხუთავს ჩვენს პლანეტას და მილიარდობით ადამიანს უშუალო რისკის ქვეშ აყენებს. ეს ანგარიში ნახშირისა და წიაღისეული საწვავის სამგლოვიარო ზარი უნდა გახდეს, ვიდრე ისინი ჩვენს პლანეტას არ გაანადგურებენ“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მთავრობებს, ინვესტორებსა და ბიზნესს მოუწოდა, მთელი ძალისხმევა ნახშირბადის დაბალი შემცველობის მომავლის შექმნისთვის გამოიყენონ.

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ანგარიშში ასევე ნათქვამია:.

უკიდურესი სიცხის ტალღები, რომელიც ადრე 50 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდებოდა, გლობალური დათბობის გამო, სავარაუდოდ, ათ წელიწადში ერთხელ მოხდება. ამის შესახებ

დედამიწა უკვე განიცდის კლიმატის ცვლილების შედეგებს, რადგან საშუალო ტემპერატურამ 1 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. სიცხის ტალღები, გვალვები და ძლიერი წვიმები მხოლოდ უფრო ხშირი და უკიდურესი გახდება.

მეცნიერების პროგნოზით, ათწლეულში ერთხელ ძლიერი წვიმები ახლა 1.3-ჯერ უფრო სავარაუდოა და 6.7%-ით უფრო ტენიანი იქნება.

მსოფლიოს ბევრ მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო რეგიონში უფრო მეტი გვალვა ან ძლიერი წვიმა იქნება. ეს მოიცავს არგენტინის, პარაგვაის, ბოლივიისა და ბრაზილიის ნაწილებს, რომლებიც სოიოს და სხვა გლობალური დონის საქონლის მსხვილი მწარმოებლები არიან.

„ეს ანგარიში კაცობრიობისთვის წითელი კოდია. განგაშის ზარები გამაყრუებელია, მტკიცებულება უდავოა: სათბურის აირების გამოყოფა წიაღისეული საწვავის წვისა და ტყეების გაჩეხვის შედეგად ხუთავს ჩვენს პლანეტას და მილიარდობით ადამიანს უშუალო რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

კომენტარები