„ეს არის ინიციატივა და არა კანონპროექტი. ჩემი ინიციატივაა, უფრი ქმედითი გახდეს რეგულირების ორგანო, გახდეს დროში გაწერილი, რა დროში უნდა განიხილონ საჩივრები და სასამართლოში ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ადამიანი შეურაცხყოფას“ – კახა კახიშვილი

დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა:

-„პოლიტიკის გამო, იქამდე მივედით, რომ მე ვიღაცას ვეზიზღები, პოლიტიკის გამო ვხდები თავდასხმის ობიექტი. ვერ ვხდები ზოგიერთი ტელეკომპანიის ჩემდამი ინტერესს. ჯერ იყო და სიუჟეტი გააკეთეს, თითქოს, არჩევნები ვინმე ალიკა მინასიანის მეშვეობით მოვიგე, თითქოს დამიბარა მეტრომშენში და გაირკვა, რომ 10 კაცსაც არ იცნობს მისასიანი. მეორე კვირას გააკეთეს სიუჟეტი, – მინესიანს ისე ვუყვარვარ, ჩემი ბანერი წაიღო სახლში, დედაჩემს არ წაუღია ჩემი ბანერი, ის რატომ წაიღებდა?! ტელევიზიებთან ბრძოლა ჩემი თვითმიზანი არ არის, ჩემი თვითმიზანი არის რეგულაციები და უბრალოდ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. ერთი სიუჟეტი გააკეთეს ქორწილზე, რომელშიც მე არ ვყოფილვარ, არანაირი კავშირი არ მაქვს, არც მეფეს ვიცნობ, არც პატარძალს, თითქოს, პანდემიის დროს, ჩემი გავლენებით ქორწილი გადაიხადეს.  სიუჟეტიდან ამოიღეს ავტომატიანი კაცი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებშია ჩარჩენილი და მიაბეს ქორწილს, ნახეთ, – კახიშვილის ორგანიზებით, ქორწილი ჩატარდა, ეს ავტომატიანი კაცი მაყარში ისროდაო. გავარკვიე, ეს ავტომატიანი კაცი ქორწილში საერთოდ არ ყოფილა, ეს ყოფილა ერთ-ერთი ტელეკომოანიის მეპატრონის მეგობარი, რომელსაც დაურეკა და უთხრა, -ნუ მღუპავო, ამის სახე დაბლარეს, ხელი და ავტომატი დატოვეს, –  ისევ კახიშვილს მიაწერეს. აი, რა სურათი მივიღეთ, ერთი გათხოვდა, მეორემ ცოლი მოიყვანა, მესამემ ავტომატი ისროლა, რესტორანმა ფული გააკეთა და ვინ არის შუაში? კახიშვილი, რომელიც ქორწილში საერთოდ არ ყოფილა და არც კავშირში არ არის.

ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელმაც იცის პროფესიის პატივისცემა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის მუშაობს. ვიღაცას სამი კამერა რომ აქვს, შეუძლია, მე რაღაც დამაბრალოს, მე მას ჟურნალისტს ვერ ვარქმევ. ჩემი ინიციატივაა, უფრი ქმედითი გახდეს რეგულირების ორგანო, გახდეს დროში გაწერილი, რა დროში უნდა განიხილონ საჩივრები და სასამართლოში ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ადამიანი შეურაცხყოფას, სახელსა და ღირსებას, რეგლამენტირებული იყოს მისი განხილვის ვადები, რადგან არ იყოს იმის განცდა, – დღეს შეტანილი სარჩელი განიხილება 5 წლის შემდეგ და საბოლოოდ აქტუალურობას დაკარგავს. ეს არის ინიციატივა და არა კანონპროექტი, რომელიც საჭიროებს განხილვას, მათ შორის ჟურნალისტებთანაც. განსახილველია, როგორ მოვაქციოთ ეს ჩარჩოში, არც ერთი მხარის ინტერესი რომ არ დაზარალდეს“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები