„ეს არის მუნიციპალიტეტი, სადაც დღემდე შემთხვევების საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. ესაა მინიმოდელი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში, მოსახლეობის ერთ ნაწილს რომ არ დაეჯერებინა“ – პაატა იმნაძე

-„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახით, ჩვენ გვაქვს საქართველოში მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როცა ადამიანების ნაწილს არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს.

ეს არის მუნიციპალიტეტი, სადაც დღემდე შემთხვევების საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. ესაა მინიმოდელი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში, მოსახლეობის ერთ ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონავირუსის არსებობა. მართალია, პიკი გადავლახეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ქვეყნის გახსნის დროს  თუ ყველას დაგვავიწყდება, რომ კორონა არ გამქრალა და ის ისევ ჩვენ გვერდითაა, სიტუაცია შეიცვლება. ახლა სახელმწიფო რეგუაციების დრო მცირდება და იწყება ჩვენი, ადამიანების პირადი პასუხისმგებლობის მატების დრო“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“.

 

კომენტარები