„ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც ფართოვდება“- ლიეტუვას პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ლიეტუვის პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

-„მინდა კომენტარი გავაკეთო იმ ვითარებაზე, რაც აქ არის. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც ფართოვდება. მე მაქვს კითხვა, – როდის შევძლებთ ამ ტერიტორიების გათავისუფლებას?! ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენი ვალია პროცესი დავაჩქაროთ. დემოკრატია რთულია, თუმცა ჩვენ ამ გზის გავლა მოგვიწევს.

მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი იყო, მენახა, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა. სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვნახე,  ადამიანები მოკლებულები არიან ბევრ შესაძლებლობას, ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა, პენსია მიიღოს, მოკლებულია წყალმომარაგებას და შეზღუდულია განათლებაზე წვდომა“- განაცხადა  გიტანას ნაუსედამ.

კომენტარები