„ეს არის პირდაპირ რეპრესიები… არ შეიძლება დაფინანსება შეუზღუდო“ -ინა ბოკუჩავა

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტის შესახებ განაცხადა:

-„იმის გამო, რომ საპარლამენტო მანდატს არ იყენებს ესა თუ ის პარტია, არ შეიძლება, მას შეუზღუდო დაფინანსება, საეთერო დრო და ინსტრუმენტები, რომ პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს. ეს არის პირდაპირ რეპრესიები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ“

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს.

კომენტარები