„ეს არის სექტა, ხვალვე რომ დაუხოცონ ყველა, მაინც დაიძახებენ, – მიშაო, იმ ქვეყნად რომ წავლენ, ალბათ“ – თათული დოლიძე

-„ეს არის სექტა, ხვალვე რომ დაუხოცონ ყველა, მაინც დაიძახებენ, – მიშაო, ამიტომ, ასეთ კატეგორიასთან ლაპარაკს ან აზრის გამოთქმას,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ყველა, მაგრამ იმ ქვეყნად რომ წავლენ, ალბათ დაიბარებენ, მიშას პორტრეტი ჩააყოლონ.

მიხეილ სააკაშვილს ჰყავს კერპთაყვანისმცემლობით შეპყრობილი ადამიანები, ეს არის ერთგვარი სექტა.

ამათ, თუ ცხვირზე და თვალზე არ ააფარე ფაქტები, თუმცა, მაშინაც შეუძლიათ, უარყონ ყველაფერი. მათთან დიალოგში შესვლა აბსოლუტური უაზრობაა, ეს არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ ბელადი, მუდმივად ვიღაცას უნდა დაემონონ, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ან რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, რამე შევაგონოთ, არაფერი იქიდან არ გამოვა“, – განაცხადა  მსახიობმა თათული დოლიძემ Multimedia.ge-სთან  საუბრისას.

კომენტარები