„ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა“ – გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“

პარტია „საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ TV „პირველის“ ეთერში განაცხადა:
-„ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის პარტიის ხელმძღვანელობას  ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს,– არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა.

რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელია „ქართულ ოცნებაში“, მგრამ დღეს ისე დალაგდა სიტუაცია, რომ ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. ამოწურული რესურსები იყო ის, რამაც ივანიშვილი აიძულა, მსგავსი მძაფრი განცხადებით გამოსულიყო“.

კომენტარები