„ეს არ არის ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა – COVID-ვაქცინებზე დაახლოებით 17-18 წლის განმავლობაში“-ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა:

-„COVID-ვაქცინებზე დაახლოებით 17-18 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს არ არის ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა, უბრალოდ, მასზე მუშაობა ბოლო წელიწადში იმის გამო დაჩქარდა, რომ ვაქცინის შექმნის აუცილებლობა დადგა და უფრო მეტი თანხა ჩაიდო ამაში.

ვაქცინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვხედავთ ისრაელის მაგალითზე,-  ინფიცირების შემთხვევები, მძიმე შემთხვევების რაოდენობა და გარდაცვალების ფაქტები მცირდება. სწორედ ვაქცინა გვჭირდება ახლა ჩვენ,  რნ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება“.

კომენტარები