„ეს აქლემი ყველას კარზე დაიჩოქებს… გამოდით მაგ პარლამენტიდან…“ -შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციური პარტიის წევრებს მიმართავს:

-„მივმართავ ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს, გამოდით მაგ პარლამენტიდან, ისევ პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადეთ, აღვადგინოთ საკონსულტაციო ფორმატი, მთელი მსოფლიო დადგება ფეხზე, როდესაც დაინახავენ, რეჟიმმა, რუსმა ოლიგარქმა, ამ უსახო, არამზადა ოლიგარქმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც კი დაარღვია, რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, უკუღმა შეასრულა, – მეორე დღესვე მიიღო კანონი, – მშვიდობიან მომიტინგეს ჯარიმის ნაცვლად ციხე… მესამე დღეს მოსამართლეების დამტკიცება რომ აუკრძალა შარლ მიშელის დოკუმენტმა ისინი ყველა დაამტკიცა… მეოთხე დღეს მიიღეს ამინისტიის კანონი, რომლის თანახმადაც ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში ხმის ამოღება გაუთანაბრდა დანაშაულს და თუ ამინისტია არ გამოვიდა, სულ ეჭვმიტანილი იქნები ანუ გამოაცხადეს დამნაშავეებად დიდგორის ბრძოლის მონაწილები, ბარტყოფის გმირები, სააკაძე, სამასი არაგველი და 20 ივნისს თვალდათხრილი ახალგაზრდებიც…

ახლა მიიღეს კანონი პარტიის აკრძალვაზე. ამ ეტაპზე „ლეიბორისტული პარტიის“ მხოლოდ, შემდეგი თქვენ იქნებით რიგში, ეს აქლემი ყველას კარზე დაიჩოქებს“.

კომენტარები