ეს ბავშვი გარეულ ფრინველებს იზიდავს! – ვიდეო:

მალხაზ ძიძიგური:

 – გუშინ ქუჩაში, ჩემი ეზოს წინ რაღაც ფრინველის საკმაოდ დიდი ბარტყი ჩამოვარდნილიყო და ხის ძირში იჯდა.
მარიამს დავუძახე, აიყვანა ხელში, მოეფერა, მერე გამოვართვი და ხეზე შევსვი.
ვერ გაჩერდა და დაბლა დაფრინდა.
მერე იქვე მინდორში გავიყვანე და დაბლა დავსვი.
ძალიან დიდი ხმა აქვს და იძახდა.
ცოტა ხანში დედაც გამოჩნდა ისეთივე ძახილით და დავტოვეთ, წაიყვანს-მეთქი.
რამდენიმე საათში ეს ბარტყი ისევ ჩემს ეზოში ვნახე, კვლავ ხეზე შევსვი და დავტოვე.
დღეს ისევ მოვიდა პატარა, შეაფრინდა მარიამს კაბაზე და არ შორდება არაფრის დიდებით!
მარიამი ძალიან გახარებულია, მაგრამ რა ვუყო, არ ვიცი!
გალიას ვუყიდი ალბათ, გავზრდი და როცა მოძლიერდება, გავუშვებ თავისუფლებაზე!
რა ფრინველია, ხომ ვერ მეტყვით?
ვიდეო ნახეთ და, უფრო კარგად ჩანს:

 

კომენტარები