“ეს ბიჭი მიუსაფარ ძაღლებს ბათუმში, სახლებს უკეთებს, ერთ-ერთ ქუჩაზე დადგა ასეთი სახლი ძაღლისთვის, წინ მდებარე სამკერვალომ უჩივლა…”

საზოგადოებისთვის სახედარივით შრომა, ასე დამიფასდა!

” მე გუშინწინ #დამაპატიმრეს
მეგობრებო! მაპატიეთ, რომ ასე უცაბედად მოგაკლდით. აღარც შეტყობინებებზე მიპასუხია და არც სიახლე დამიდია საიტზე. ეს განაპირობა, ჩემს ირგვლივ შექმნილმა ქაოსურმა სიტუაციამ. კერა_6 ის გადატანის შემდეგ: დაიწერა საჩივარი, მაგრამ არა #კერის და ძაღლის მოშორების, არამედ უკვე ჩემი მიმართულებით. (სასამართლოს მიმდინარეობის გამო ვინაობას და მისამართს არ ვასახელებ).
იმ დღესვე (24 ივნისს) დამაკავეს და გადამიყვანეს დროებით მოთავსების იზოლატორში.   ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ვემსახურები, პატარებს სწორ მაგალითს ვაძლევ და სიკეთეს ვაკეთებ?!
სიმართლე გითხრათ, ხუმრობა მეგონა. ჯერ არავის ვეუბნებოდი, რადგან ცრუ ჩვენების ნიადაგზე ვიყავი დაკავებული და ვიფიქრე მალე აეხდებოდა ამ ყველაფერს ფარდა. ეს ყველაფერი დავიჯერე მაშინ, როცა უკვე თანამშრომლების მხრიდან მხარდაჭერა ვიგრძენი. მეუბნებოდნენ, რომ ოჯახისთვის მეთქვა და ადვოკატი ამეყვანა. გეფიცები ციხემდე შოუ მეგონა ეს ყველაფერი: დაკავების სცენა; დროებით იზოლატორში 48 საათი; ჩემი სასამართლო და ბოლოს ეტაპირება ციხეზე (აი მაშინ გამოვფხიზლდი).

დაინიშნა წინასასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლემ გირაო შემიფარდა 2000 ლარის ოდენობით, (რაც ოჯახმა სესხის სახით აიღო, რომ გუშინვე გადაეხადა და ციხეზე არ გადავეყვანე), რის საფუძველზეც შემდეგ სასამართლომდე (ანუ 5 აგვისტომდე), შემეძლო პატიმრობა ამერიდებინა. რისთვისაც მადლობას ვუხდი მოსამართლეს
ყველაფერი გადაწყდება 5 აგვისტოს, დააკმაყოფილებენ ცრუ ჩვენებას თუ არა!
სასწაულია სატირალი თუ არა!

გეფიცებით, 48 საათი, რის გამო ვიჯექი ეხლაც ვერ მოვდივარ აზრზე…რის გამო ინერვიულა ჩემმა ოჯახმა: მეუღლემ დედამ, სანათესაომ და ა.შ?! რატომ მესმის ჩემი მეგობრების გაბზარული ხმა, რომელიც აშკარაა ეხლა მოდის მწყობრში, როცა მესაუბრებიან და გებულობენ ჩემ კარგ ამბავს!
მეღიმება, როცა ვფიქრობ: ცხოველების უფლებებს ვიცავ და ჩემი უფლება ვერ დამიცვია
ეეჰ! ახია ჩემზე, რასაც ხალხს ვუკეთებ! (ხალხში ვგულისხმობ იმათ, ვინც ასე მიფასებს სიკეთეს)

ეს ტექსტი ეხება იმას, ვინც ასე გადამიხადა სიკეთე და არა სახელმწიფოს! ისინი ვალდებულები არიან კანონის ფარგლებში საჩივარზე რეაგირება მოახდინონ, მაგრამ: საჩივარს, რომ წერ #ადამიანო ისიც, ხომ რეალური უნდა იყოს

იცით, რომ თანხას ვაგროვებდი საზოგადოებასთან ერთად ახალი აქტივობებისთვის! მაგრამ გეფიცებით ეს თანხა (–2000) ლარი ძალიან დიდი დანაკლისი და ზიანია. თან რისთვის, რომ მახსენდება, დანაშაულის გრძნობა მიჩნდება!

________________________________________________
თუ დამეხმარებით და გადამახდევინებთ აღებულ თანხას (ვალს) მადლობელი დაგრჩებით

#GE81BG0000000758217700
Ketevan Megrelishvili
________________________________________________

პატივისცემით: ლევან ჩხაიძე”-წერია განცხადებაში

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები