„ეს ბიჭი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება“ – ბილდტი ღარიბაშვილზე

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან “ნაციონალური მოძრაობის” დროს.

-„ეს ბიჭი, ვგულისხმობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში გვიჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”, – აცხადებს ბილდტი.

https://t.co/8mNyni3r13

კომენტარები