„დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პირველივე წუთებიდან იკვეთებოდა, – სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება“- გიორგი კონდახაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

-„სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. პირველივე წუთებიდან იკვეთებოდა, – სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება ჰქონდა გადაწყვეტილი.

დღეს ნიკა მელიასთან მიმართებით კი არ გამოიტანეს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება,  ერთმნიშვნელოვნად საფრთხე შეუქმნეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ძალიან მინდოდა,  ჩემი მოლოდინი სასამართლოსთან მიმართებაში არ ყოფილიყო ასეთი, თუმცა გამართლდა. ამაზე მეტყველებდა სპეცრაზმის მობილიზება ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა

ყველაფერი გავაკეთეთ, სასამართლოში  ძალიან მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა პოზიციები, წარგვედგინა ყველა ის სამართლებრივი არგუმენტი და საზოგადოებისთვის გაგვეხადა ნათელი, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად

კომენტარები